header image

ალტერნატიული ფსონები - პოლიტიკაზე დადება

რამდენადაც არ უნდა გაუკვირდეს ქართველ მომხმარებელს, არსებობს ალტერნატიული ფსონები რომელთაც დიდი ტოტალიზატორები თუ კაზინოები სთავაზობენ მომხმარებელს. ეს არის პოლიტიკური მოვლენების შედეგებზე ფსონის გაკეთება, ოსკარების შედეგების გამოცნობა და სხვა მსგავსი არასპორტული და უჩვეულო მოვლენის გამოცნობაზე ფსონის დადების შესაძებლობა.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში კოლუმბიას ესტუმრა და პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია მასზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ.

აურზაური ატყდა არა მარტო სპეცსამსახურებში, არამედ ბუკმეიკერების ოფისებშიც.

იმავე დღეს ვირტუალური კაზინოების რამდენიმე საიტზე ერთდროულად დაიწყეს ფსონის დადება ვიზიტის შესაძლო დასასრულის შესახებ - გადაურჩება თუ არა ამერიკის პრეზიდენტი სიკვდილს. როგორც ხედავთ პოლიტიკაზე დადება ამერიკელებს არანაკლებ ყვარებიათ ვიდრე მაგალითად ბეისბოლზე დადება.

მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი ბუში თავის ქვეყანაში სწრაფად კარგავდა პოპულარობას, 12 000 გამოკითხული ამერიკელიდან ვიზიტის მშვიდობით დამთავრებას 98.7%-მა დაუჭირა მხარი.

ერთ პროცენტზე ცოტა მეტმა მიიჩნია, რომ ჯორჯს „გაასაღებდნენ“. ამ უმცირესობას რომ მოეგო, ალბათ საარაკოდ გამდიდრდებოდნენ.

ლას - ვეგასის ზოგ სათამაშო დაწესებულებაში ფსონებს იღებენ არა მარტო სპორტულ მატჩებზე, არამედ პოლიტიკურ მოვლენებზეც. პოლიტიკაზე დადება მიახლოებითი გამოთვლებით, სათამაშო ბიზნესის ყოველწლიურად 3.6 მილიონი დოლარის წილს ფლობს.

პოლიტიკური ფსონი ყველაზე აქტიურად იდება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. სარეკორდო თანხა - 15 მილიონი შეგროვდა 2000 წელს, როცა პრეზიდენტის სავარძლისათვის იბრძოდნენ ჯორჯ ბუში და ალბერტ გორი - თეთრი სახლის იმჟამინდელმა პატრონმა მცირეოდენი უპირატესობით გაიმარჯვა.

პოლიტიკური ფსონი შეიძლება  შეცვალოს ფსონმა კონკრეტულ დაჯილდოვებაზე გამარჯვებულების შესახებ. ასეთი ყველასთვის საინტერესო ალტერნატიული ფსონები იდება ემის, გრემის, ოსკარის და სხვა დაჯილდოვებების დროს.

რეკლამა

ახალი მოთხრობები

მობაილ ტოტალიზატორი

მობაილ ტოტალიზატორი - მობილურით დადება მოხერხებული არის და მობილური ტოტალიზატორი დაგიზოგავთ ბევრ დროს. წაიკითხეთ მეტი ჩვენს საიტზე

დაწვრილებით

ცხელი სტატიები

დოღზე დადება

დოღზე დადება - ფსონი დოღზე ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ტიპის ფსონი არის. განვიხილოთ იგი. წაიკითხეთ მეტი დოღის შესახებ ჩვენს საიტზე

დაწვრილებით

საუკეთესო მოთხრობები

ლაივი ანუ ცოცხალი თამაში

ლაივი - ლაივზე დადება ერთ ერთი ყველაზე საინტერესო პროცესი არის. სხვა და სხვა თამაშს თავისი წესები აქვს ლაივის შესახებ. წაიკითხე მეტი ჩენს საიტზე

დაწვრილებით

რეკლამა

  ©  www.sobischpresidente.com. ყველა უფლება დაცულია. საიტის რუკა